12:28 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2112)
115 0 0

ინფიცირებულ თანამშრომელს შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik.  N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ინფიცირებულს პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

„2020 წლის 26 სექტემბერს გეგმიური PCR-ტესტირების შედეგად „კოვიდ-19“ დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს. მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფიცირებულ თანამშრომელს შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმური PCR-ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით.

ამასთან, იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები, უკვე ჩატარდა დეზინფექცია. იმ პირის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია, აღნიშნეს უწყებაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება. გარდაიცვალა 28 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2112)

მთავარი თემები