ღვინის ეროვნული საგენტო: კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია

© Sputnik / STRINGER რთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
5 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 166 ათასი ტონა „რქაწითელი“, 68 ათასი ტონა „საფერავი“, 4 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

 

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 247 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„ყურძნის ქურდები“ – კახეთში „საფერავის“ მოპარვის მცდელობისთვის ოთხი ადამიანი დააკავეს

 კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 186  მეტი ღვინის საწარმოა ჩართული. დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 24 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.   

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანში - 74 ათასი ტონა, ყვარელში - 60 ათასი ტონა, თელავში - 40 ათასი ტონა, სიღნაღში - 21 ათასი ტონა, საგარეჯოში - 17 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 16 ათასი ტონა, ახმეტაში - 11 ათასი ტონა და დედოფლისწყაროში - 7,4 ათასი ტონა.

5 ოქტომბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 166 ათასი ტონა „რქაწითელი“, 68 ათასი ტონა „საფერავი“, 4 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

საგენტოს ცნობით, კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

 სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან,  შესყიდულ 1 კგ ყურძენში  ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0