15:50 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2255)
82110

ცნობილი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ყოფილი ტელეწამყვანის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რომელმაც გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით სოკოლოვი მწვავე ინფარქტით საავადმყოფოშია და დახმარება სჭირდება, მორიგ მიმართვას აქვეყნებს.

როგორც ჟურნალისტი წერს, ყოფილი ტელეწამყვანის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას არავინ გამოეხმარა, არადა ახსოვს როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სოციალურ ქსელში აიტაცეს ეს ამბავი და ერთმანეთს ასწრებდნენ ვინ მეტად იგლოვებდა და გულის ამაჩუყებელ სტატუსს მიუძღვნიდა.

„გუშინ სტატუსი დავწერე რომ საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. დახმარება ვითხოვე ცოცხალი დავით სოკოლოვისთვის და ყურიც არავინ შეიბარტყუნა რამდენიმე კარგი ადამიანის გარდა. ასეთი ხალხი ვართ, რაღაცნაირი… ვგიჟდებით მკვდრებზე. არაუშავს, მაინც მოვერევით პრობლემებს, მაინც კარგად იქნება ბატონი დათო! მაინც დადგება ფეხზე! თქვენ გააგრძელეთ საარჩევნო კამპანია”, - წერს ჟურნალისტი.

დავით სოკოლოვმა 1958 წელს თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა, შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ კი საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის რადიოს განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. თუმცა მალევე, მან ტელევიზიაში იპოვა საკუთარი ადგილი და დაახლოებით 35 წლის განმავლობაში თითოეული ოჯახის წევრად იქცა. დავით სოკოლოვს მიჰყავდა გადაცემები: „მოამბე“, „კრიმინალური ქრონიკა“, „ოქროპირი“ და ა.შ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2255)

მთავარი თემები