05:19 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2145)
148 0 0

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სასურველია, დიდ ქალაქებში მცხოვრები ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დარჩნენ სახლში

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. სასურველია, დიდ ქალაქებში მცხოვრები ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დარჩნენ სახლში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 453-ით გაიზარდა, აქედან 297 აჭარაზე მოდის. დღეს გარდაიცვალა 5 ადამიანი.

ენდელაძე: კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა აჭარას უკავშირდება>>

ამირან გამყრელიძის თქმით, სლოგანი, რაც გაზაფხულზე იყო – დარჩი სახლში – ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის და დიდი ქალაქებისთვის, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს კორპუსებში.

„სასურველია, ხანდაზმულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა რაც შეიძლება ნაკლებად იმოძრაონ ამ პერიოდში, რადგან რესპირაციული ვირუსების სეზონი მოდის და შეიძლება, თანდართვა იყოს კორონა–რესპირაციულ ვირუსზე. ამიტომ სასურველია, რომ ეს ადამიანები იყვნენ სახლებში“, - აღნიშნა გამყრელძემ.

მისი თქმით, გაზაფხულზე თუ ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები გარეთ გამოდიდონენ, მათთვის სანქციები იყო დაწესებული, ახლა კი ეს მხოლოდ რეკომენდაციაა.

„თუ მარკეტში გამოვა, რაღაც უნდა იყიდოს და ა.შ. მას არავინ დასჯის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სასურველია სახლში იყვნენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა>>

ამასთან,  გამყრელიძის თქმით, ასევე  რეკომენდებულია ძირითადად დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა იქ, სადაც ამის საშუალება არის, რათა მაქსიმალურად დავარდეს მობილობა დიდ ქალაქებში, განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ამასთან აჭარის მოსახლეობას მოუწოდა, რომ პირბადე დახურული სივრცეების გარდა, გარეთაც გამოიყენონ.

„მოგეხსენებათ, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში მანდატორულია, მაგრამ რადგან აჭარაში გვაქვს სერიოზული გავრცელება, სასურველია ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. ინციდენტობის მაჩევენებლი აჭარაში გვაქვს დაახლოებით შვიდ-რვაჯერ მეტი, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩევენებელია, ამიტომ სასურველია, აჭარაში პირბადე ვიხმაროთ გარეთაც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსი უკვე 7093 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3714 ადამიანი, გარდაიცვალა – 46, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2145)

მთავარი თემები