Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კრისტი ყიფშიძე იუბილარია - დაბადების დღე ოჯახის წევრებთან ერთად - ფოტოები

© Photo: Kristi Kipshidze / FBკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეუდარებელი მოდელი იუბილარია. ნახეთ როგორ აღნიშნა იუბილე და ვინ არიან მისი ოჯახის უცნობი წევრები. ფოტოები მოდელის სოციალური ქსელიდან

კრისტი ყიფშიძის განუმორებელი გარეგნობა და ბუნებრივი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. მოდელის გენეტიკური სილამაზე თვალშისაცემია. ძველი და ახალი ფოტოების შედარებისას მარტივად მიხვდებით, რომ ყიფშიძეების ყოფილი რძალი პლასტიკური ქირურგიის მოყვარული არ არის.

როგორც ჩანს, ის ესთეტიკური ცენტრების ხშირი მომხმარებელიც არ არის. თინეიჯერობის ასაკის სურათსა და დღევანდელს შორის დიდი განსხვავება არ შეიმჩნევა.

A post shared by Kristi Kipshidze (@kristikipshidze) on

მსახიობი გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეზე ადრეულ ასაკში დაქორწინდა. თბილისში გაზრდილი სომხური წარმომავლობის მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა და მომავალი ციფრულ მედიას დაუკავშირა.

View this post on Instagram

Happy Me 😂❤️

A post shared by Kristi Kipshidze (@kristikipshidze) on

1994 წლიდან ქართული პოდიუმის უცვლელი სახე კრისტი ყიფშიძე 43 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სარეკლამო ფოტოსესიებსა თუ ქართული დიზაინერების ჩვენებებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს.

View this post on Instagram

Already 43 ❤️ Thank you all for your kind wishes ❤️love love love!!!

A post shared by Kristi Kipshidze (@kristikipshidze) on

მოდელი 43 წლის გახდა და ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად კახეთში, ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში გაატარა.

ყველა ახალი ამბავი
0