კრისტი ყიფშიძის განუმორებელი გარეგნობა და ბუნებრივი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. მოდელის გენეტიკური სილამაზე თვალშისაცემია. ძველი და ახალი ფოტოების შედარებისას მარტივად მიხვდებით, რომ ყიფშიძეების ყოფილი რძალი პლასტიკური ქირურგიის მოყვარული არ არის.
როგორც ჩანს, ის ესთეტიკური ცენტრების ხშირი მომხმარებელიც არ არის. თინეიჯერობის ასაკის სურათსა და დღევანდელს შორის დიდი განსხვავება არ შეიმჩნევა.
მსახიობი გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეზე ადრეულ ასაკში დაქორწინდა. თბილისში გაზრდილი სომხური წარმომავლობის მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა და მომავალი ციფრულ მედიას დაუკავშირა.
1994 წლიდან ქართული პოდიუმის უცვლელი სახე კრისტი ყიფშიძე 43 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სარეკლამო ფოტოსესიებსა თუ ქართული დიზაინერების ჩვენებებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს.
მოდელი 43 წლის გახდა და ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად კახეთში, ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში გაატარა.