გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებულების კონტაქტები იზოლაციაში კვლევების გარეშე გადავლენ

გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 453-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, გადავლენ იზოლაციაში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 453-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

ტესტირება აჭარაში - Sputnik საქართველო
ენდელაძე: კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა აჭარას უკავშირდება

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამაზე გამახვილდა ყურადღება. ერთ-ერთი ახალი მიდგომა რაც გვექნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ იზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ადამიანს არ ექნება თვითიზოლაციაში ყოფნის საშუალება, მაშინ მას კარანტინში გადაყვანენ, სადაც ის 14 დღის განმავლობაში დარჩება. ხოლო თუ სიმპტომები გაუჩნდება, დარეკავს 112-ზე და მას შესაბამის კვლევას ჩაუტარებენ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

„ამ ახალ შემთხვევათა რიცხვში სჭარბობს ძირითადად სიმპტომიანი პაციენტები და კონტაქტში მყოფი ადამიანები, სადაც ყველაზე მაღალია გადადების მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 7093-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა  რაოდენობამ 3714 შეადგინა. გარდაცვლილია 46 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0