13:02 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2114)
110 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 140-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ჯერჯერობით უცნობია მისი ინფიცირების წყარო.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ინფიცირებული ხობის 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დაცვის პოლიციის თანამშრომელია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია მამაკაცის ინფიცირების წყარო, თუმცა მოკვლეულია მისი კონტაქტები – მას დაახლოებით 140 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. 

ხობის 66-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით ჯობავას განცხადებით, დაახლოებით 10-მდე ადამიანს, მათ შორის კომისიის წევრებსა და ტექნიკურ პერსონალს, PCR-ტესტი ჩაუტარდა და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. კომისიის წევრების ნაწილი იზოლაციაში იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდ–ცენტრებში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 113 პაციენტია მოთავსებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 448-ით გაიზარდა და 6640-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 3419 ადამიანი, გარდაიცვალა – 41.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2114)

მთავარი თემები