სამეგრელოში კორონავირუსის ინფექციის გამო კიდევ ორი სკოლა დაიხურა

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6192-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 3120, გარდაიცვალა 38 ადამიანი.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში სოფელ ცაიშისა და ქარიატას საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, კორონავირუსის ინფექცია ორივე სკოლის ავტობუსის მძღოლებს დაუდგინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: ექვსი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატას ავტობუსის მძღოლის ოჯახის წევრები და მისი მეზობელია, კიდევ ექვი შემთხვევა გამოვლინდა ფოთში, რომლებიც ე.წ. ბათუმის კლასტერს უკავშირდებიან. მათგან ხუთი ფოთის მკვიდრია, ერთი კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდანაა, რომელიც ფოთში მუშაობდა. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
14 მოსწავლის ინფიცირების წყარო რეპეტიტორია: რა ვითარებაა სამეგრელოში

რაც შეეხება ზუგდიდს, აქ COVID-19-ის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ერთი „იმპორტირებული“ შემთხვევაა, ორი ე.წ. რეპეტიტორის კლასტერს უკავშირდება, ერთი შემთხვევა საკარანტინო სივრცეში გამოვლინდა, ერთი კი სოფელ ცაიშის სკოლის ავტობუსის მძღოლია.

ამ დროისათვის აღნიშნულ საჯარო სკოლებში ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდ–ცენტრებში სულ 114 პაციენტია მოთავსებული. რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 77 პაციენტი მკურნალობს, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 39 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6192-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 3120, გარდაიცვალა 38 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0