მარნეულში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრს თავს დაესხნენ

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარნეულში სიტყვიერი და  ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის გუშინაც მოხდა.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი შტაბის წევრს თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა თემურ შუბითიძის ავტომობილს თავისი მანქანა განზრახ დააჯახეს და შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული შუბითიძე სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც გამოკვლევები უტარდება.  

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
მარნეულში მომხდარი ინციდენტის საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთო

მარნეულში სიტყვიერი და  ფიზიკური დაპირისპირება გუშინაც მოხდა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მასმედიის წარმომადგენლები.

მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობის წახალისებაში ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით კი ხელისუფლების ოპონენტები წინასაარჩევნოდ მიზანმიმართული პროვოკაციებით დაკავდნენ.

„ჩვენი ოპონენტები სწორედ ამ პროვოკაციების ხარჯზე ცდილობენ თავიანთი მარცხის გადაფარვას. წინასაარჩევნო პერიოდში, იცით, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ჩვენი ქვეყნისკენაა მომართული. ხელისუფლების ინტერესშია, რომ პროცესი იყოს მშვიდობიანი, მათი მთავარი ამოცანა კი მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს დაზიანებაა", – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0