უსიმპტომო პაციენტები 12 დღის შემდეგ ტესტის გარეშე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან

© AP Photo / David Zalubowskiტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმომ განაცხადა, რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის. მიუხედავად ტესტის პასუხისა, სხვა ადამიანის დაინფიცირების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს, ან ძალზე მინიმალურია.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. პირი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი და ტესტირებიდან 12 დღის შემდეგ სიმპტომები არ აღენიშნება, განმეორებითი ტესტის გარეშე ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) განაცხადა, რომ სიმპტომების გამოვლენიდან რვა დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის. ტესტის პასუხი შეიძლება დადებითი იყოს, მაგრამ სხვა ადამიანის დაინფიცირების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს, ან ძალზე მინიმალურია.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარა კვლავ „ლიდერია": კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

„პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა მეთორმეტე დღე და სიმპტომები არ აღენიშნება, ჩაითვლება როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას, ტესტირების, PCR–ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე“, – აღნიშნა გაბუნიამ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ და მოთავსებული არიან საავადმყოფოებში, გამოჯანმრთელებამდე მინიმალური ხანგრძლივობა არის 13 დღე. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აქედან 10 დღე სიმპტომების პერიოდი და სამი დღე – უსიმპტომო.

„ეპიდემიური რისკების თვალსაზრისით, ასეთი პაციენტებიც მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე დღიდან, თუ სამი დღე არის სიმპტომებისგან თავისუფალი, ითვლება, რომ აღარ წარმოადგენენ რისკს“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 31–მდე გაიზარდა>>

საქართველოში ბოლო პერიოდში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღე-ღამეში მათი რაოდენობა 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, სულ გამოჯანმრთელდა 2054 ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0