22:43 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2216)
103 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

65 და 70 წლის მამაკაცების გარდაცვალების ფაქტი ბათუმში დაფიქსირდა, მესამე პაციენტი კი – 57 წლის ქალი თბილისში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 31 გახდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2216)

მთავარი თემები