11:31 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (345)
166 0 0

სწავლა საბავშვო ბაღებში 12 ოქტომბერს განახლდება, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში – 19 ოქტომბერს.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საბავშვო ბაღები ქვეყნის მასშტაბით, გარდა აჭარისა, 12 ოქტომბერს განაახლებენ მუშაობას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები მეცადინეობებს აუდიტორიებში – 19 ოქტომბერს, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე.

ამას გარდა, 1 ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. გამონაკლისია აჭარის რეგიონი.

ხოლო თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ბავშვებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს უზრუნველყოფილი იქნება, აღნიშნა მინისტრმა.

აუდიტორიებში დაბრუნდებიან სტუდენტებიც – 19 ოქტომბრიდან აჭარის გარდა ყველა უმაღლეს სასწავლებელში აღდგება სწავლა. ეს ეხება პროფესიულ სასწავლებლებსაც.

თემები:
განათლება საქართველოში (345)

მთავარი თემები