04:29 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (333)
97 0 0

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. მატარებლები ბათუმის მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ, განუცხადეს Sputnik-საქართველოს „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში.

ამჟამად თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ხორციელდება ორი რეისი - დილით და საღამოს.

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (333)

მთავარი თემები