03:05 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2249)
72 0 0

საქართველოში ბოლო დღეებში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა სწორედ აჭარას უკავშირდება.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა-ტექსტილის“ ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საწარმომ რამდენიმე დღით მუშაობა შეწყვიტა, იუწყება „პირველი არხი“.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა>>

„აჭარა-ტექსტილის“ ყველა თანამშრომელს PCR–ტესტირება უტარდება. ფაბრიკის დირექტორის გია ლომინაძის განცხადებით, ინფიცირების წყარო უცნობია.

„ფაბრიკაში ჩატარდა დეზინფექცია და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება. ნაწილი პასუხებისა ცნობილია და მხოლოდ ხუთი დადასტურებული შემთხვევაა. ტესტირების პასუხებს კიდევ ველოდებით. დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია“, – განაცხადა გია ლომინაძემ.

აჭარის რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო დღეებში გამოვლენილი  კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა სწორედ აჭარას უკავშირდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად რეგიონში ყველა უწყება გამართულად მუშაობს, ამიტომ შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობა არ არის.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მესამე დღეა ბათუმში იმყოფება და ვითარებას ეცნობა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2249)

მთავარი თემები