22:22 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2155)
151 0 0

პირბადე, სოციალური დისტანცია და დეზინფექცია – საშიში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ქართველი ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციაა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველო კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას შეძლებს, მაგრამ ამისთვის ქვეყნის მოსახლეობამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ემდელაძემ ჟურნალისტებთან. 

საქართველოში სექტემბრის დასაწყისიდან ეპიდვითარება გაუარესდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ვიცით, რომ ჩვენთან ინფიცირების წყაროები დაკავშირებულია ქორწილებთან, დაბადების დღეებთან. ჩვენ ვიცით, რომ ინფიცირება ხდება პირბადეების გამოუყენებლობის გამო, ამიტომაც საჭიროა ამ კუთხით კონტროლის გამკაცრება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

თუ ინფიცირებულთა რაოდენობის უფრო მეტი ზრდა დაფიქსირდება, ვითარება გართულდება, აღნიშნა ინფექციონისტმა.

„შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს... აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4140-ს მიაღწია, დღეისათვის შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 2473-ია. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, გარდაცვლილია 25 პაციენტი.

პირბადე, სოციალური დისტანცია და დეზინფექცია – საშიში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ქართველი ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციაა. გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს – ქორწილებს, ქელეხებს, იუბილეებს და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2155)

მთავარი თემები