ინფიცირებული მოსწავლეები, მასწავლებელი, მერიის თანამშრომლები – რა ვითარებაა სამეგრელოში

© AP Photo / PIERRE-PHILIPPE MARCOUლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გასულ დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდში კორონავირუსი მერიის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა, სამივე მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ „Sputnik-საქართველოსთან“

ტესტირება - Sputnik საქართველო
აჭარა კვლავ „ცხელი წერტილია“ – ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

ამ დროისათვის ზუგდიდის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ინფიცირებულ პირებთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი – ტესტის პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.  

თორიას განცხადებით, რეგიონში გუშინ კორონავირუსზე PCR-ტესტი 728 მოქალაქეს ჩაუტარდა და აქედან დადებითი პასუხი 17 შემთხვევაში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.

კორონავირუსის შემთხვევებიდან 14 გუშინ დადასტურებული ორი მოქალაქის კონტაქტებია. სამი მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის სკოლის მოსწავლეა. მათი ინფიცირების წყარო ქობულეთიდან მოწვეული მასწავლებელია, რომელსაც ინფექცია აღმოაჩნდა. რაც შეეხება სკოლას, დაწესებულება ფუნქციონირებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს. ინფიცირებულთა შორისაა აფხაზეთიდან გადმოყვანილი ერთი პირიც. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

„ამ ეტაპზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიებას აგრძელებენ. რეგიონში გამკაცრდება მოქალაქეების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვის კონტროლი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გასულ დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 25.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში პაციენტის გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო ორ დღეში კი СOVID-19-ს ხუთი პაციენტი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0