ქუთაისში ინფიცირებულთა შორის 15 ბავშვი და რვა ორსულია

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიპალატა
პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის კლინიკა „ბომონდში“ ერთი კრიტიკული პაციენტი ჰყავთ – იგი აჭარის ხანდაზმულთა პანსიონის ბენეფიციარია.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის 218 შემთხვევიდან 26 იმერეთში გამოვლინდა, ახალი შემთხვევები ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს და კურორტ საირმეს უკავშირდება, განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ. 

პალატა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

მისი თქმით, საირმის ერთ-ერთ კერძო სასტუმროში, სადაც ინფექცია გამოვლინდა, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, ამასთან, სასტუმროს ყველა თანამშრომელი და დამსვენებელი წყალტუბოში არსებულ საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

ამ ეტაპზე ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 83 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის 15 ბავშვი, რვა ორსული და ერთი მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის მაია ყიფიანის ინფორმაციით, კლინიკაში ერთი კრიტიკული პაციენტია მოთავსებული – იგი აჭარის ხანდაზმულთა პანსიონის ბენეფიციარია.

რაც შეეხება საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ 21-ე პაციენტს, რომელიც ქუთაისის ამ სამედიცინო დაწესებულებაში დღეს გარდაიცვალა, ყიფიანის თქმით, მას რამდენიმე თანმდევი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.

80 წლამდე ქალი კორონავირუსის დიაგნოზით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკაში 20 სექტემბერს მძიმე მდგომარეობაში შევიდა. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარას უკავშირდება

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მაია ყიფიანმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 218-ით გაიზარდა და 3913-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1574 ადამიანი, გარდაიცვალა – 22, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0