05:39 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2132)
117 0 0

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის კვლავ ჭარბობენ მსუბუქი, უსიმპტომო ან საშუალო სიმძიმის პაციენტები.

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე 1981 პაციენტი მკურნალობს, აქედან 836 - კოვიდ-ცენტრებში, განაცხადა ჟურნალისტებთან  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, 80-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმე, 14-ის კი კრიტიკულია. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. შესაბამისად, კვლავაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჭარბობენ მსუბუქი, უსიმპტომო ან საშუალო სიმძიმის პაციენტები.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ამჟამად იქ  34 კოვიდდადებითი პაციენტი რჩება, მათ შორის ერთი კრიტიკულად მძიმე და ორი მძიმე პაციენტია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა მზადაა, ინფიცირების შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდეს, ამ დროისთვის საკმარისი საწოლფონდია მობილიზებული.

ეზუგბაიამ აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება, თუმცა, მიმდინარე კვირის სტატისტიკა სტაბილიზაციის მაჩვენებელია.

„ყველაზე ცხელ რეგიონში, აჭარაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით ერთი და იგივე ციფრებია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ და იმედია, მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენ წერტილებს რაც შეეხება, არ არის დიდი რაოდენობით და მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციას ხანმოკლე პერიოდიც ეყოფა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 3502-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კი 13 ადამიანი შეემატა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1494 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2132)

მთავარი თემები