COVID-19 საქართველოში: ახალი შემთხვევების რაოდენობით კვლავ აჭარა ლიდერობს

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში 1981 პაციენტი გადის მკურნალობას. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 43%-ს შეადგენს.

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, რომლებიც ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა, უმრავლესობა კვლავ აჭარას უკავშირდება, დანარჩენი გამოვლინდა თბილისსა და რეგიონებში, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

„დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და გახდა 3502. 196 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 128, თბილისი – 30, ქუთაისი -19, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 1, გურია – 4, მცხეთა-მტიანეთი – 2, კახეთი - ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: ჩემი რეკომენდაციაა, წელს გრიპის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში 1981 პაციენტი გადის მკურნალობას. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 43%-ს შეადგენს.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1494 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0