07:41 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (103)
62 0 0

წელიწადში სულ 45 დღე აქტიური საბრძოლო მომზადება ძირითადი სამუშაოს დაკარგვის გარეშე და ხელფასი 2 700 ლარი – საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურ რეზერვში მოქალაქეების მიღებას განაგრძობს. მათ შორის იმატა ქალების რაოდენობამ.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ გვარდიაში აქტიური რეზერვის პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეების რეგისტრაცია სრულდება.

აქტიური რეზერვის პროგრამა გრძელდება – გამოცხადდა მიღება>>

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ტერიტორიული რეზერვის პროგრამით 2020 წელს, გასულ წლებთან შედარებით, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ეროვნული გვარდიის მონაცემებით, დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა წელს, 2018–2019 წლებთან შედარებით, 50–70%-ით გაიზარდა.

წელს საპილოტო რეჟიმში პირველად განხორციელდა ქალების რეკრუტირება, აქტიური რეზერვით 100-მდე ქალი დაინტერესდა.

„ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო–ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან გაფორმდება 5-წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული გვარდიის მეთაურის, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძის განცხადებით, სარეზერვო პროგრამის გავლის მსურველთა მაღალი მაჩვენებელი უწყებაში მიმდინარე წარმატებული რეფორმებითაა განპირობებული.

ტერიტორიულ რეზერვში არ მიიღებიან პირები, რომლებიც გასამართლებული არიან განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის, გათავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურიდან დისციპლინური საქციელის ან სამხედრო მოსამსახურის ღირსების დამამცირებელი მოქმედებისთვის, ასევე ვინც არ წარმოადგენს ცნობას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

სამობილიზაციო რეზერვი, აქტიურისგან განსხვავებით, სავალდებულო ხასიათისაა. მისი მიზანია შეიარაღებული ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.

აქტიური რეზერვი შედგება შეიარაღებული ძალების რეზერვისგან, ტერიტორიული რეზერვისა და სპეციალისტების რეზერვისგან.

პირველად საქართველოში: რეკრუტების ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარით განისაზღვრა>>

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ის საბოლოოდ 2018 წლის იანვრისთვის ჩამოყალიბდა.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (103)

მთავარი თემები