აქტიური რეზერვის პროგრამა გრძელდება – გამოცხადდა მიღება

© Ministry of Defence of Georgiaრეზერვისტები
რეზერვისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინც ახლა ჩაეწერება რეზერვში, სამხედრო მომზადებას გაივლის წელიწადში მხოლოდ 45 დღის განმავლობაში და მიიღებს 2 700 ლარის ოდენობის ჯამაგირს.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში დაიწყო განაცხადების მიღება ანაზღაურებად აქტიურ რეზერვში მსურველების ჩაწერაზე. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ განაცხადა.

პოლკოვნიკის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს პროგრამას „აქტიური რეზერვი“, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობასა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას.

„მოცემულ ეტაპზე აქტიურ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, ქალაქ მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია... რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია“, – განაცხადა ჯოხაძემ.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
საქართველოში 18-დან 50 წლამდე ყველა მამაკაცი შეიძლება რეზერვისტი გახდეს

აქტიურ რეზერვში სამსახური ხუთ წელს გრძელდება და საბრძოლო მომზადებას წელიწადში მხოლოდ 45 დღეს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, რეზერვისტებს შეუძლიათ ცხოვრების ჩვეული სტილი არ შეიცვალონ და განაგრძონ სწავლა ან მუშაობა.

პოლკოვნიკის განცხადებით, სტუდენტები, რომლებიც აქტიურ რეზერვში წავლენ, მისი დასრულების შემდეგ მიიღებენ ცნობას სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

განაცხადების მიღება აქტიურ რეზერვში ჩარიცხვაზე იწარმოებს თბილისში, თელავში, ბათუმსა და სენაკში. მსურველებს შეუძლიათ ონლაინ–რეგისტრაციაც ვებ-გვერდზე onlinebct.mod.gov.ge. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე mod.gov.ge.

ჯოხაძის განცხადებით, ტერიტორიულ რეზერვში არ მიიღებიან პირები, რომლებიც გასამართლებული არიან განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის, გათავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურიდან დისციპლინური საქციელის ან სამხედრო მოსამსახურის ღირსების დამამცირებელი მოქმედებისთვის, ასევე ვინც არ წარმოადგენს ცნობას ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

წვევამდელები - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო ჯარში ღია კარის დღეებს გეგმავს

აქტიური რეზერვი – საქართველოში სამხედრო სამსახურის ახალი სახეა. თავდაცვის ძალების აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის ოქტომბერში კახეთის რეგიონში დაიწყო.

საქართველოში სარეზერვო სამსახური ორი სახისაა – აქტიური და სამობილიზაციო სამსახური.

აქტიური რეზერვი ნებაყოფლობითია, მასში სამსახური ხუთ წელს გრძელდება და წელიწადში მხოლოდ 45-დღიან საბრძოლო მომზადებას ითვალისწინებს.

სამობილიზაციო რეზერვი, აქტიურისგან განსხვავებით, სავალდებულო ხასიათისაა. მისი მიზანია შეიარაღებული ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.

აქტიური რეზერვი შედგება შეიარაღებული ძალების რეზერვისგან, ტერიტორიული რეზერვისა და სპეციალისტების რეზერვისგან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ის საბოლოოდ 2018 წლის იანვრისთვის ჩამოყალიბდა.

ყველა ახალი ამბავი
0