თავდაცვის სამინისტრო ჯარში ღია კარის დღეებს გეგმავს

© photo: courtesy of Ministry of Defence of Georgiaწვევამდელები
წვევამდელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დეპუტატებს ქართულ ჯარში დაგეგმილი სიახლეები გააცნო

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ნაწილებში წვევამდელთა მშობლებისთვის ღია კარის დღეებს გამართავს, განაცხადა მინისტრმა ლევან იზორია პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში გამოსვლისას.

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამსახურის სამი სახეობა მოქმედებს: საკონტრაქტო, სავალდებულო და სარეზერვო. სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს იწვევენ. სამსახურის ვადა 12 თვეა.

შეცვლილი სარეზერვო სამსახური - თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი დაიწყო>>>

„წვევამდელთა მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ წელიწადში ორჯერ ესტუმრონ სამხედრო ნაწილებს და მოინახულონ საკუთარი შვილები, ნახონ რა ფორმა აცვიათ, როგორ არის მათი უფლებები დაცული. ჩვენ გვინდა საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა... სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი, რათა წვევამდელთა სისტემა ყოფილიყო ჯანსაღი და ახალგაზრდობისთვის მიმზიდველი", - განაცხადა იზორიამ.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
სამხედრო სამსახურში გამარტივებული მიღება და განახლებული ტექნიკა – იზორიას გეგმები

წვევამდელებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა უქმეები ოჯახთან ერთად გაატარონ.

„სამკვირიანი მომზადების ნაცვლად, ჩვენ მათ (წვევამდელებს - რედ.) ისე ვამზადებთ, როგორც საკონტრაქტო მოსამსახურეებს, სამი თვის განმავლობაში. მათ მომავალი რეზერვისტების კუთხით განვიხილავთ და ამიტომაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ მომზადებას", - აღნიშნა იზორიამ.

საქართველოს ჯარში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. საგაზაფხულო გაწვევა 1 თებერვლიდან დაიწყო და 29 ივნისამდე გაგრძელდება.

წლის განმავლობაში სამხედრო სამსახურში 8 ათას ახალგაზრდას გაიწვევენ. მათგან მხოლოდ 2,7 ათასი ადამიანი იმსახურებს თავდაცვის ძალებში.

წვევამდელის ყოველთვიური ანაზღაურება 63 ლარია, მაშინ, როდესაც ხელისუფლების ცვლილებამდე იგი 9 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საკონტრაქტო და სარეზერვო სამსახურებს, იქ სურვილის მიხედვით ირიცხებიან. ამასთან, რეზერვი არსებობს აქტიური და ჩვეულებრივი. აქტიური რეზერვი ხუთი წლის განმავლობაში გრძელდება და წელიწადში 45 დღეს ითვალისწინებს, ხოლო ვინც პასიურ რეზერვშია, მათ საყოველთაო მობილიზაციის დროს იძახებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0