11:00 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
12301

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის პიკი მარტში დაფიქსირდა –  39 618 ადამიანი, მოგვიანებით ნაკადი შემცირდა. 

თბილისი, 16 სექტემბერი  — Sputnik. მიმდინარე წლის მარტი–ივნისის პერიოდში საკონტროლო–გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით საქართველოში რუსეთის და ორმაგი მოქალაქეობის მქონე 43 278 პირი შემოვიდა, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ნებადართულია ტვირთების გადამზიდავებისთვის,  ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების და რუსეთის მოქალაქეებითვის, რომელთა მეუღლე ან 13 წლამდე შვილი საქართველოს მოქალაქეა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის პიკი მარტში დაფიქსირდა –  39 618 ადამიანი, მოგვიანებით ნაკადი შემცირდა. 

თვე რუსეთიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა
მარტი 32 788
აპრილი 3 496
მაისი 3 561
ივნისი 3 433

მთლიანობაში პანდემიის დასაწყისიდან, ქვეყნის საზღვრები, რუსეთის მოქალაქეების გარდა, 75 683–ჯერ გადმოკვეთეს. 

თვე შემოსვლის რაოდენობა
მარტი 39 618
აპრილი 11 986
მაისი 12 635
ივნისი 11444

გარდა ამისა, შსს–მ წარმოადგინა პანდემიის პერიოდში საქართველო–რუსეთის საზღვრის გავლით გამსვლელი და შემომსვლელი სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკა.    

თვე

მსუბუქი ავტომობილები

შემოსვლა

მსუბუქი ავტომობილები

გასვლა

სატვირთო ავტომობილები

შემოსვლა

სატვირთო ავტომობილები

გასვლა

ავტობუსები

შემოსვლა

ავტობუსები

გასვლა

მარტი 7 982 10 497 9 574 8 515 341 329
აპრილი 94  138 11 232 11 660 4 3
მაისი 136 291 11 586 9 786 6 7
ივნისი 154 311 10 132 9 721 3 15

მთავარი თემები