თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტი–ივნისის პერიოდში საკონტროლო–გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით საქართველოში რუსეთის და ორმაგი მოქალაქეობის მქონე 43 278 პირი შემოვიდა, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ნებადართულია ტვირთების გადამზიდავებისთვის, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების და რუსეთის მოქალაქეებითვის, რომელთა მეუღლე ან 13 წლამდე შვილი საქართველოს მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის პიკი მარტში დაფიქსირდა – 39 618 ადამიანი, მოგვიანებით ნაკადი შემცირდა.
თვე | რუსეთიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა |
მარტი | 32 788 |
აპრილი | 3 496 |
მაისი | 3 561 |
ივნისი | 3 433 |
მთლიანობაში პანდემიის დასაწყისიდან, ქვეყნის საზღვრები, რუსეთის მოქალაქეების გარდა, 75 683–ჯერ გადმოკვეთეს.
თვე | შემოსვლის რაოდენობა |
მარტი | 39 618 |
აპრილი | 11 986 |
მაისი | 12 635 |
ივნისი | 11444 |
გარდა ამისა, შსს–მ წარმოადგინა პანდემიის პერიოდში საქართველო–რუსეთის საზღვრის გავლით გამსვლელი და შემომსვლელი სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკა.
თვე |
მსუბუქი ავტომობილები შემოსვლა |
მსუბუქი ავტომობილები გასვლა |
სატვირთო ავტომობილები შემოსვლა |
სატვირთო ავტომობილები გასვლა |
ავტობუსები შემოსვლა |
ავტობუსები გასვლა |
მარტი | 7 982 | 10 497 | 9 574 | 8 515 | 341 | 329 |
აპრილი | 94 | 138 | 11 232 | 11 660 | 4 | 3 |
მაისი | 136 | 291 | 11 586 | 9 786 | 6 | 7 |
ივნისი | 154 | 311 | 10 132 | 9 721 | 3 | 15 |