04:47 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1742)
96 0 0

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 196-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 2758-ს მიაღწია.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს COVID-19 დაუდასტურდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, მომატებული რისკის ზონაში ყოფნის გამო კი მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა.

„სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში იმყოფებოდა დათხოვნის პერიოდში... დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება.

​თავდაცვის სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაელოდონ უწყების ოფიციალურ განცხადებას.

როგორც სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტს განუცხადა, უკვე მოძიებულია ცხრა პირი, ვისთანაც ინფიცირებულ სამხედროს შეხება ჰქონდა, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 196-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 2758-ს მიაღწია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1742)

მთავარი თემები