Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინა წკრიალაშვილის მორიგი სკანდალური გამოჩენა – დავიწყებული მომღერლის სექსუალური ფოტო

© Photo: Ilias Azar / FBნინა წკრიალაშვილი ილიას აზარი
ნინა წკრიალაშვილი ილიას აზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის ცხელ დღეებს ნინა წკრიალაშვილი საზღვარგარეთ, მეგობრების წრეში ატარებს. მისი სექსუალური ტანი, შოკოლადისფერი რუჯი და ახალი ტატუები ყველამ შენიშნა. როგორ გამოიყურება კარიერული პაუზის შემდეგ ცნობილი ტელესახე?

გახმაურებული სკანდალების მონაწილემ თავი საბერძნეთს შეაფარა, სადაც მორიგი სიყვარული იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს, ნინა წკრიალაშვილს არ შეეშინდა და აღნიშნულზე საჯაროდ ისაუბრა. მრავალი შანტაჟისა და მუქარის შემდეგ ნინამ მოძალადე მამაკაცს სასამართლოშიც კი უჩივლა. ამის შემდეგ საბერძნეთში გაემგზავრა და ბედნიერების ძიება იქ დაიწყო.

View this post on Instagram

A post shared by Nina Tskrialashvili (@ninatskriala) on

„ძალიან დიდი სიმწარეა, როცა საკუთარ სახელს და გვარს გუგლავ, ამ დროს კი პორნო-ჰაბი შენს ვიდეოს აგდებს“, - ნინა წკრიალაშვილის მაშინდელი სკანდალი ამ სიტყვებით დაიწყო. მომღერალმა წარმოუდგენელი ტკივილი საყვარელი მამაკაცისგან განიცადა, რომელიც მას აშანტაჟებდა და რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნა. საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ამის გამო ნინამ ქვეყანა დატოვა და უსექსუალურეს პარტნიორს ქვეყნიდან შორს დაუბრუნდა. მრავალი მუქარისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთ პორნოგრაფიულ საიტზე გასაჯაროების მიუხედავად ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს პირად ცხოვრებას არ უმალავს. თუმცა, რამდენიმე თვეა სოციალური ქსელიდან და ტელეეკრანებიდან გაქრა.

View this post on Instagram

A post shared by Nina Tskrialashvili (@ninatskriala) on

მომ­ღერ­ლის, სავარაუდოდ, ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 50 წლამ­დე ასა­კის ილი­ას აზა­რია. იგი წარ­მო­შო­ბით ლი­ბა­ნი­და­ნაა და ამა­ჟა­მად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს. რო­გორც Facebook-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რამდენიმე ფოტოდან ირ­კვე­ვა, ნინა საბერძნეთში ცხოვრობს, სა­დაც ილი­ას­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დროს ატარებს. თავად ნინა სოცქსელს მოწყვეტილია. რამდენიმე სურათი ვირტუალურ სივრცეში ილიას აზარის მეგობრებმა გამოაქვეყნეს. თუმცა, ამ რამდენიმე ძველი სურათის გარდა, ნინა წკრიალაშვილი შეყვარებულთან ერთად ფოტო-ვიდეომასალებს აღარ აქვეყნებს. თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ სექსუალური მომღერალი ილიას აზარს დაშორდა.

View this post on Instagram

🥰🇬🇷

A post shared by პივა ცირეკიძე (@pi_tsirekidze) on

უახლეს ცეცხლოვან ფოტოებზე ნინა ჩვეულ ფორმაშია. მის მიმზიდველ ტანს ტატუები ისევ ამშვენებს, მისი კანი კი რუჯს ინარჩუნებს. ამ დრომდე უცნობია, თუ რას საქმიანობს ნინა წკრიალაშვილი საბერძნეთში, მაგრამ ამ უკანასკნელ ვიდეოზე საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს და ქართული სიმღერის თანხლებით ერთობა.

ყველა ახალი ამბავი
0