გახმაურებული სკანდალების მონაწილემ თავი საბერძნეთს შეაფარა, სადაც მორიგი სიყვარული იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს, ნინა წკრიალაშვილს არ შეეშინდა და აღნიშნულზე საჯაროდ ისაუბრა. მრავალი შანტაჟისა და მუქარის შემდეგ ნინამ მოძალადე მამაკაცს სასამართლოშიც კი უჩივლა. ამის შემდეგ საბერძნეთში გაემგზავრა და ბედნიერების ძიება იქ დაიწყო.
View this post on Instagram
„ძალიან დიდი სიმწარეა, როცა საკუთარ სახელს და გვარს გუგლავ, ამ დროს კი პორნო-ჰაბი შენს ვიდეოს აგდებს“, - ნინა წკრიალაშვილის მაშინდელი სკანდალი ამ სიტყვებით დაიწყო. მომღერალმა წარმოუდგენელი ტკივილი საყვარელი მამაკაცისგან განიცადა, რომელიც მას აშანტაჟებდა და რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნა. საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ამის გამო ნინამ ქვეყანა დატოვა და უსექსუალურეს პარტნიორს ქვეყნიდან შორს დაუბრუნდა. მრავალი მუქარისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთ პორნოგრაფიულ საიტზე გასაჯაროების მიუხედავად ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს პირად ცხოვრებას არ უმალავს. თუმცა, რამდენიმე თვეა სოციალური ქსელიდან და ტელეეკრანებიდან გაქრა.
View this post on Instagram
მომღერლის, სავარაუდოდ, ახალი შეყვარებული 50 წლამდე ასაკის ილიას აზარია. იგი წარმოშობით ლიბანიდანაა და ამაჟამად საბერძნეთში ცხოვრობს. როგორც Facebook-ზე გამოქვეყნებული რამდენიმე ფოტოდან ირკვევა, ნინა საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ილიასთან და მის მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებს. თავად ნინა სოცქსელს მოწყვეტილია. რამდენიმე სურათი ვირტუალურ სივრცეში ილიას აზარის მეგობრებმა გამოაქვეყნეს. თუმცა, ამ რამდენიმე ძველი სურათის გარდა, ნინა წკრიალაშვილი შეყვარებულთან ერთად ფოტო-ვიდეომასალებს აღარ აქვეყნებს. თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ სექსუალური მომღერალი ილიას აზარს დაშორდა.
უახლეს ცეცხლოვან ფოტოებზე ნინა ჩვეულ ფორმაშია. მის მიმზიდველ ტანს ტატუები ისევ ამშვენებს, მისი კანი კი რუჯს ინარჩუნებს. ამ დრომდე უცნობია, თუ რას საქმიანობს ნინა წკრიალაშვილი საბერძნეთში, მაგრამ ამ უკანასკნელ ვიდეოზე საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს და ქართული სიმღერის თანხლებით ერთობა.