ქართველი პროგრამისტი მარიამ ბეჟაშვილი Google-ის თანამშრომელია

© AP Photo / Jeff Chiuქართველი პროგრამისტი მარიამ ბეჟაშვილი Google-ის თანამშრომელია
ქართველი პროგრამისტი მარიამ ბეჟაშვილი Google-ის თანამშრომელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა პროგრამისტის თქმით, წარმატების მიღწევაში მას დაეხმარა გამოცდილება და ცოდნა, რომელიც მიიღო კომაროვის სახელობის სკოლა–ინტერნატში, თავისუფალ უნივერსიტეტში და პროგრამირების სფეროში ჩატარებულ სხვადასხვა ოლიმპიადებში.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა მარიამ ბეჟაშვილმა Google-ის მიუნხენის ოფისში დაიწყო მუშაობა.

როგორც გოგონამ სააგენტო Marketer-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ერთი წლის წინ მას დაუკავშირდა სპეციალისტი, რომელიც კომპანიაში პერსონალის შერჩევით არის დაკავებული. მან ქართველი გოგონა Google-ის ერთ-ერთ კონკურსზე ნახა და რეზიუმეს გაგზავნა სთხოვა. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)  - Sputnik საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტთა 90%-ის ფავორიტი გახდა

„გავიარე ონლაინ–გასაუბრება, დეკემბერში კი მიუნხენში მიმიწვიეს, რათა ოფისი მენახა. ყოველივე ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – განაცხადა გოგონამ, რომელიც იმ დროისთვის ქართულ კომპანია Georgian Service Group-ში პროგრამისტად მუშაობდა.

მისი თქმით, აღნიშნული პოზიციის დათმობა მას არ სურდა, მაგრამ როდესაც Google-ის გუნდი გაიცნო, არჩევანი ახალ სამსახურზე გააკეთა.

„თებერვალში კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მუშაობა აპრილში უნდა დამეწყო. კორონავირუსის გამო მარტის ბოლოს საზღვრები ჩაიკეტა, ამიტომაც მიუნხენში ჩასვლა ივლისამდე ვერ მოვახერხე. მიუნხენის ოფისში პროგრამულ ინჟინრად მუშაობა აგვისტოს დასაწყისში დავიწყე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

როგორც მარიამმა აღნიშნა, წარმატების მიღწევაში მას დაეხმარა გამოცდილება და ცოდნა, რომელიც მიიღო კომაროვის სახელობის სკოლა–ინტერნატში, თავისუფალ უნივერსიტეტში და პროგრამირების სფეროში ჩატარებულ სხვადასხვა ოლიმპიადებში.

თუმცა, მისი თქმით, ის, რომ მან Google-ის ოფისში მუშაობა სტაჟირების გარეშე დაიწყო, ამაში ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრმა „მზიურმა“ შეიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0