10:53 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1726)
89 0 0

აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. მაღალმთიან აჭარაში – ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი ხვალიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზაფხულის სეზონზე აჭარაში ტურისტული ნაკადის გამო კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი რაოდენობა დაფიქსირდა.

სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბერს დაიწყება. მაგრამ დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. იგივე შეზღუდვები დაწესდა ასევე ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში, სადაც ინფიცირების ბევრი შემთხვევა გამოვლინდა. სავარაუდოდ, 1 ოქტომბრის შემდეგ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. 

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 165 შემთხვევიდან 109 სწორედ აჭარას უკავშირდება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მაღალმთიანეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია განათლების სამინისტროს რესურს–ცენტრის თანამშრომელი. 

„აჭარაში დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ერთი მაღალმთიან აჭარას უკავშირდება. უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად სამი მუნიციპალიტეტისა, მაღალმთიან აჭარაშიც სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდეს“, – განაცხადა რიჟვაძემ.  

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, არც ბათუმის და არც მთლიანად აჭარის რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2392-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1726)

მთავარი თემები