06:43 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
61 0 0

ათი ვიდეოლექცია საშუალებას იძლევა, ახალგაზრდებმა ბევრი რამ შეიტყონ ჟურნალისტის რთული, მაგრამ საინტერესო პროფესიის შესახებ, მით უფრო, როდესაც გაკვეთილებს ცნობილი პროფესიონალები ატარებენ.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ამბის თხრობა, ინტერვიუსთვის მომზადება, კითხვების მიწოდების მეთოდები, ფოტოგადაღებები, სტუდიაში მუშაობა – „მედიააკადემიამ" პირველი ონლაინ მასტერ-კლასი დაიწყო მათთვის, ვისაც ჟურნალისტიკაში სურს თავისი თავის გამოცდა.

როგორც „მედიააკადემიაში“ აღნიშნავენ, ეს ქართულ მედიასივრცეში ექსკლუზიური პროექტია და ის გათვლილია ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის, ვინც ფიქრობს ამ პროფესიაზე, ან, უბრალოდ, სურს გაიგოს, როგორ იქმნება მედიაპროდუქტი.

ონლაინ–გაკვეთილები დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, წარმატებული პროფესიონალებისგან უფასოდ შეისწავლონ ჟურნალისტური საქმიანობა.

თავიანთ მრავალწლიან გამოცდილებასა და ლექციების ექსკლუზიურ კურსებს ახალგაზრდებს გაუზიარებენ ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარაშვილი. თითოეული ონლაინ–კურსი ათი ვიდეოლექციისგან შედგება. თითოეული დაახლოებით 10–12 წუთს გრძელდება.

მასტერ-კლასების ვიდეო განთავსებულია YouTube-ზე –

 https://www.youtube.com/channel/UCATu9pm31l8RZTLc9aM8tZg/featured.

მთავარი თემები