20:38 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (135)
240 0 0

კახეთში გაჩაღებული რთველია. ამ დროისათვის გადასამუშავებლად უკვე 24 ათას ტონაზე მეტი ყურძენია ჩაბარებული

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის Facebook-გვერდზე რთველის დროს გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქცეყნა.

მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებას ახორციელებს >>

ფოტოზე პრეზიდენტს ხელში უჭირავს დიდი ლურჯი ტაშტი, რომელიც სავსეა ახალდაკრეფილი ყურძნის მტევნებით. როგორც მისი ღიმილის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, სალომე ზურაბიშვილმა მოსავლის აღების პროცესისგან დიდი სიამოვნება მიიღო.

წელს რთველი კახეთში 22 აგვისტოს დაიწყო. ფერმერები ძირითადად ადრეული ჯიშის ყურძენს იღებენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს 12 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში უკვე 24 მილიონი ლარის ღირებულების 24 ათასი ტონა ყურძენია დაკრეფილი.

Президент Грузии Саломе Зурабишвили принимает участие в сборе винограда
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რთველში მონაწილეობს

რთველში ხშირად დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას პოლიტიკოსები, დიპლომატები, საზოგადო მოღვაწეები, არტისტები, ასევე ხალხური ტრადიციების მიმდევრები.

რთველზე ხშირად იმართება მასობრივი გასართობი ღონისძიებები, შეჯიბრებები და კონცერტები. კორონავირუსის პანდემიის და საქართველოში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როგორც ჩაივლის წლევანდელი რთველის კულმინაცია.

დღეისათვის რეკორდულად და ყველაზე წარმატებულად მიჩნეულია „რთველი-2018“. მაშინ კახეთში დაახლოებით 230 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ხოლო ფერმერების შემოსავალმა 300 მილიონ ლარს გადააჭარბა. თუმცა წლევანდელ სეზონზე ყურძნის კარგ მოსავალს ელოდებიან.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (135)

მთავარი თემები