მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებას ახორციელებს

© National Wine Agency of Georgiaრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. 2020 წლის რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, ნათქვამია  საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად სახელმწიფო 2020 წლის რთველის სუბსიდირებას ახორციელებს.

სეტყვა - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთ საქართველოს ორ რეგიონში სეტყვამ მოსავალი გაანადგურა

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს  ღვინის ის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს.

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ერთი კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე შემდეგი სუბსიდია გაიცემა:

  • 1 კგ რქაწითელისათვის – 0,30 ლარი;
  • 1 კგ კახური მწვანისთვის – 0,30 ლარი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებასაც განახორციელებს.  კერძოდ, ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით შექმნილ შემსყიდველ შტაბში, სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის ოდენობით.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0