01:17 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1771)
87 0 0

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1354 ადამიანი.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. „მწვანე ზონიდან" გასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, კერძოდ, 10 არის მაქსიმალური და საქართველოში ეს მაჩვენებელი 10,2-ს შეადგენს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

COVID-19 საქართველოში: კვლავ ანტირეკორდი – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღეღამური რეკორდული მაჩვენებელი – 87 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ეზუგბაიას განმარტებით, ჯანდაცვის სექტორი მზადაა მომატებულ შემთხვევებს გაუმკლავდეს, თუმცა მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს შეასრულონ რეკომენდაციები, კერძოდ, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესები.

„თუ შევინარჩუნებთ სიტუაციას და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება. პირველი დღიდან სახელმწიფო, მთავრობა, ჯანდაცვა თავისი ყველა სამსახურით და სამედიცინო სექტორი გაუმკლავდა ვირუსის დაწყების, შეტევის ფაზას. დარწმუნებული ვარ, არსებულ მდგომარეობასაც გავუმკლავდებით, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, შესაბამისი საწოლ-ფონდი არსებობს, ხოლო კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში ასევე მოხდება საწოლ-ფონდის დამატებაც.

COVID–19 საქართველოში: მატულობს ინფიცირების უცნობი წყაროები>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1354 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)

მთავარი თემები