09:05 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2177)
129 0 0

სკოლაში ვირუსი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთ-ერთი პედაგოგი თბილისში გამართულ ქორწილში იმყოფებოდა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი ჰქონდა.

თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ქუთაისის 32-ე სკოლის ერთბაშად 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის სკოლის დირექტორი და და მისი მოადგილეც არიან.

სკოლაში ვირუსი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთ-ერთი პედაგოგი თბილისში გამართულ ქორწილში იმყოფებოდა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი ჰქონდა. ამ პედაგოგს, ასევე მის შვილსა და შვილიშვილს კორონავირუსი გუშინ, 9 სექტემბერს დაუდასტურდათ. 

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2177)

მთავარი თემები