გახარია: შეზღუდვები საარჩევნო კამპანიას არ ეხება

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდვითარების გაუარესების პირობებში საქართველოს მთავრობის მთავარი მოთხოვნა განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში მასობრივი შეკრებების შეზღუდვაა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. შემოღებული შეზღუდვები არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

საქართველოში 200-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა 10 სექტემბრიდან ამოქმედდა. აღნიშნული მონაცემები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. 

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ცესკოს მონაცემებით, რეგისტრაცია უკვე გაიარა 66-მა პარტიამ. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

„იკრძალება ღია ცის ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება, რიტუალური ღონისძიებები, სამწუხაროდ. გვესმის, რომ ეს ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ დისკომფორტს და გაღიზიანებას გამოიწვევს. მაგრამ საგულისხმო მაგალითია ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახლებ რომელ რესტორანში, რამაც ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა – ერთი მზარდი კლასტერი ცაგერში, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ.“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის მიზეზი გახდა ეს ქორწილი.

გახარიამ აღნიშნა, რომ იკრძალება ღამის კლუბების მუშაობა ღია სივრცეებშიც კი.

„დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს. ასეთი ღონისძიებები ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0