05:20 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1810)
85 0 0

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1729 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1321, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ოთხი პირი მოათავსეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კლინიკაში 12 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.

„რაც შეეხება დღეს შემოსულ ახალ პაციენტებს, ორი შემთხვევა მარტვილს უკავშირდება, ისინი რამდენიმე დღის წინ ბათუმში იმყოფებოდნენ. ერთი ფოთს უკავშირდება, ერთი კი ქუთაისის საკარანტინო სივრციდანაა. ამ ეტაპისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა კლინიკის ექიმმა მაია ჯანაშიამ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1729 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1321, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ნიკა ლატარია

თემები:
COVID-19 საქართველოში (1810)

მთავარი თემები