08:42 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2621)
295 0 0

წინ რთული შემოდგომა გველოდება. ეპიდემიოლოგები კორონავირუსთან ერთად, რომელიც არსად წასვლას არ აპირებს, გრიპის ტრადიციულ სეზონსაც ელოდებიან და მაშინ სპეციალისტები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგებიან – რომელია სეზონური გრიპი და რომელი – კორონავირუსი?

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ყველაზე მეტი ინფიცირებული მედპერსონალი თბილისშია გამოვლენილი, განაცხადა ვიდეოჩართვის დროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

აჭარა „წითელ ზონად“ გამოცხადდება? ვირუსის ახალი კერები რეგიონში>>

ინფიცირებული მედპერსონალის საერთო მაჩვენებელი ჩვენთან სხვადასხვა დროს 10-დან 13 პროცენტამდე მერყეობდა. სამწუხაროდ, ყველაზე მეტად თბილისში, რადგან პაციენტები ძირითადად დედაქალაქის კლინიკებში იყრიან თავს, განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კლინიკა „ავერსის" ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა შორის რვა მედიკოსია, რომლებიც, სავარაუდოდ, ინფიცირების შემდეგ პაციენტებს იღებდნენ. ახლა მათი კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს.

რა ელოდება საქართველოს?

კითხვაზე, რის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, თუ ყოველდღიურად 30 და მეტი შემთხვევა გამოვლინდება, გამყრელიძემ უპასუხა, რომ დღეში 30–40 შემთხვევა განგაშისა და პანიკის საფუძველი არაა, მაგრამ ამაზე სერიოზული ყურადღების გამახვილებაა საჭირო. გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე, რეკომენდაციების დაცვა.

დახურულ სივრცეებში სოციალურ ღონისძიებებს ორი უწყება გააკონტროლებს>>

გამყრელიძის განცხადებით, სერიოზულად არის გაფართოებული ტესტირება, ამიტომ შემთხვევები ადრეულ ეტაპზე ვლინდება და ხდება იდენტიფიცირება. სექტემბრის დასაწყისში PCR–ტესტირების საშუალო მაჩვენებელმა დღეში 6,8 ათასი შეადგინა, ამას ემატება 1,5 ათასი სწრაფი ტესტი ყოველდღე.

გრიპის ვირუსი და კორონავირუსი

რაც შეეხება საქართველოს მომზადებას ზამთრის პერიოდისა და გრიპის ვირუსის სეზონისთვის, გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთობლივი სერიოზული დოკუმენტი შექმნეს, რომელიც ამ სეზონს ეხება. დოკუმენტში წარმოდგენილია ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემის მზადება ერთდროულად ორი ინფექციის – კორონავირუსისა და გრიპის ვირუსისთვის.

„ჩვენთან გრიპის ვირუსის ცირკულაცია იწყება უფრო ხშირად ნოემბრის შუა რიცხვებში და განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შედის ნოემბრის ბოლოს – დეკემბრის დასაწყისში... ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ამ ორი დაავადების სავარაუდო ზედდება. ეს ზედდება იქნება და ქვეყანა ამისთვის ემზადება, რადგან გრიპი არსად წასულა, კორონა კარგა ხანს არსად გაქრება და გრიპიც მოვა. იცით, რომ ეს ორივე დაავადება კლინიკურად ძალიან რთული გასარჩევია, თუმცა შეიძლება... ძირითადი გარჩევა ხდება ლაბორატორიულად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელება ქვეყანაში 0,6%-ია

გამყრელიძის განცხადებით, კვლევების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში 0,6%-ია, სწორედ ამდენმა ადამიანმა გადაიტანა ინფექცია ისე, რომ ამის შესახებ არც იცოდა. კვლევა ჩატარდა საავადმყოფოებიდან და სისხლის ბანკებიდან აღებულ 750 ნიმუშზე. დაახლოებით ათ დღეში გახდება ცნობილი ხელვაჩაურის, ქობულეთის, მარტვილისა და ბორჯომის რაიონებში ჩატარებული კვლევების შედეგები. აქედან აღებულია დაახლოებით 1,2 ათასი ნიმუში.

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება>>

ვის უტარდება PCR–ტესტირება უფასოდ

მოქალაქეებს, რომლებიც ჩაქვის სასტუმრო Dreamland Oasis-ში იმყოფებოდნენ, ტესტის გაკეთება უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯებით შეუძლიათ.

პირებისთვის, რომლებიც იმყოფებოდნენ აჭარაში, რეკომენდებულია თვალი ადევნონ საკუთარ ჯანმრთელობას 7–14 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდის განმავლობაში მათ აეწევათ ტემპერატურა, შეიქმნება სუნთქვის პრობლემები, გაჩნდება ხველება, დიარეა, მათ უნდა მიმართონ ლაბორატორიებს და PCR–ტესტირება მათაც უფასოდ ჩაუტარდებათ.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ აჭარაში, მაგრამ შეხება არ ჰქონიათ არც სასტუმროსთან ჩაქვში და არც კაფე „დონასთან“ ბათუმში, არა აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ სურთ ტესტირების ჩატარება, მათ თანხის გადახდა მოუწევთ.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ბათუმსა და ქობულეთში არის რამდენიმე წერტილი, სადაც ტესტირების ჩატარება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.

საქართველოს კოვიდ–კლინიკებში საწოლების რაოდენობა იზრდება>>

ვის ეხება რვადღიანი კარანტინი?

რვადღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ საქართველოში შემოსული მოქალაქეები დაექვემდებარებიან და არა ქვეყანაში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, განმარტა გამყრელიძემ. მერვე დღეს ყველა ამ ადამიანს PCR–ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი დატოვებენ საკარანტინო ზონას, თუმცა მე-12 დღეს ვალდებული იქნებიან ტესტი კიდევ ერთხელ ჩაიტარონ. ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო გასწევს.

დღემდე სამშობლოში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები, ან ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მანამდე ეს ვადა 14 დღით განისაზღვრებოდა. ასეთივე ვადა იყო თვითიზოლაციისთვის.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო დღეში 38 შემთხვევა.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 1729 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი, აქედან ექვსი – ბოლო 24 საათში. გარდაიცვალა 19 ადამიანი.

ბათუმის კლასტერი სამეგრელოში: მარტვილში და–ძმას კორონავირუსი დაუდგინდა>>

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2621)

მთავარი თემები