23:14 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1810)
125 0 0

დღე-ღამის განმავლობაში ინფექციის რაოდენობის ზრდის მიუხედავად ჯანდაცვის ქართული სისტემა კორონავირუსს კვლავ უმკლავდება.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსული ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელების საფრთხე არ არსებობს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

COVID-19 საქართველოში: ნახტომისებრი ზრდა – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

მისი თქმით, საქართველო კვლავ წარმატებით უმკლავდება კორონავირუსს.

„ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს, მიუთითებს არა იმაზე, რომ საქმე ცუდად არის, არამედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო აგრძელებს წარმატებულად გაუმკლავდეს COVID-19-ს. ახლა ყველაზე ინტენსიური შიდა მიმოსვლის პერიოდია, ვისაც უნდოდა დასვენება, ყველამ დაისვენა დაბრკოლებების გარეშე. ეს ყველაფერი მიუთითებს არსებული სისტემის მდგრადობაზე. მე საპანიკოს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ, ზედმეტად თავდაჯერებულები ნუ ვიქნებით და გვახსოვდეს, რომ საფრთხე არსებობს მთელ მსოფლიოში, ნაკლებად, მაგრამ არსებობს საქართველოშიც“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ საშიშროებასთან გამკლავება შესაძლებელია, მაგრამ უდიდესი საფრთხე ისაა, რომ ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი უკან მოვიტოვეთ და ყველაფერი დამთავრდა.

ცერცვაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და შეძლებისდაგვარად მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

„მერწმუნეთ, ეს მინიმალური მოთხოვნებია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1684 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ბოლო დღე-ღამეში 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1810)

მთავარი თემები