18:55 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (314)
68110

საქართველოს უძლიერესი მასწავლებლის ვინაობა 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გახდება ცნობილი.

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში საუკეთესო პედაგოგების ხუთეული გამოვლინდა – თითოეული მათგანი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მიღების პრეტენდენტია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით მიმდინარე კონკურის ფარგლებში, ერთ-ერთი ფინალისტი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

გარდა ამისა, მას ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 ათასი ლარი გადაეცემა.

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულმა, პიტერ ტაბიჩიმ დაასახელა:

  • სოფიო გოგოხია - აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე ვართუმაშვილი - ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • ანა კინწურაშვილი - თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი;
  • თეონა შერაზადიშვილი - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ელზა ხარშილაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის 13 მაისს განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაწესდა.  ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - The Global Teacher Prize ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), „ლიბერთი ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

თემები:
განათლება საქართველოში (314)

მთავარი თემები