07:17 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
82 0 0

ტელევიზიაში აღიარებენ, რომ ეპიდემიოლოგებს ძალიან უჭირთ იმის დადგენა, რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულს, ასევე მისი ინფიცირების წყაროს დადგენა

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. აჭარის ტელევიზიის ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრანსლირება დაიწყება - იმის გამო, რომ ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, ტელეარხმა დროებით მუშაობა შეაჩერა, ხოლო 300-ზე მეტ თანამშრომელს PCR-ტესტირება ჩაუტარდება.

რა რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას ტელეარხი, ცნობილი გახდება სპეციალისტების დასკვნის შემდეგ.

„ამ წუთისთვის მაუწყებელში შესვლა შეჩერებულია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ და დაიწყო თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ ჩავთვალეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი მაუწყებლობა და ჩვენს ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები არ იქნება“, - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის შენობა არ არის დიდი და თანამშრომლები ოფისში მჭიდროდ არიან განთავსებული. შესაბამისად უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელს კონტაქტი. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტელევიზიასა და რადიოში ჯამში 340 ადამიანი მუშაობს.

Covid-19 გურიაში: ვირუსით სამი თვის ჩვილი დაინფიცირდა >>

ეპიდემიოლოგები ადგენენ როგორც ინფიცირებულის კონტაქტებს, ისე მისი დაინფიცირების წყაროს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამთავრობო ვებგვერდ StopCov-ის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1 621-ს. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კლინიკებიდან გაეწერა რვა პაციენტი, ხოლო ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა სულ 1 302 ადამიანი, გარდაიცვალა -19.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები