Covid-19 გურიაში: ვირუსით სამი თვის ჩვილი დაინფიცირდა

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1621-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1302 ადამიანი.

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ჩოხატაურში, სოფელ ქვენობანში კორონავირუსი სამი თვის ჩვილს დაუფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გურიის რეგიონში, რომელიც ამ დრომდე „მწვანე ზონად" ითვლებოდა, კორონავირუსის უკვე სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.

პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა – ინფექცია ჩოხატაურში ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა. 21 წლის გოგონა „დონას" კლასტერს მიეკუთვნება – იგი საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა. სამი თვის ჩვილი სწორედ ამ ქალის ოჯახიდანაა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმში „დონას" კლასტერი ფართოვდება

ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.

„ეს ის ოჯახია, რომელიც 21 წლის ჩოხატაურელი ქალის კონტაქტებს შეადგენდა. შესაბამისად, ბავშვის ოჯახი ისედაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ცოტა ხანში გადავიყვანთ ჩვილს კლინიკაში," - განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა.

გურიაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს, შუახნის მამაკაცს დაუფიქსირდა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანიდანაა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წინა კვირას, ბათუმში 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა. ამავე ქორწილის სტუმარი იყო კორონავირუსით დაინფიცირებული 21  წლის ჩოხატაურელი ქალიც.

მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეპიდემიოლოგები ამ ეტაპისთვის მის კონტაქტებს ადგენენ, რომელიც სოფელში დაახლოებით 10-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
Covid-19 საქართველოში: ცნობილია თუ არა ინფიცირების ყველა წყარო

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1621-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1302 ადამიანი. გარდაცვლილია – 19. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 292 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0