ბათუმში საჯარო სტრუქტურების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

© Sputnik / Alexander Imedashviliტესტირება ბათუმში
ტესტირება ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში წუხელ კორონავირუსი დაუდგინდა საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის თანამშრომელს და აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ბათუმში პარასკევს დადასტურებული კორონავირუსის 13 შემთხვევიდან რამდენიმე საჯარო სტრუქტურებში გამოვლინდა.

კერძოდ, პარასკევს კორონავირუსი დაუდგინდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის გარე პერიმეტრს იცავდა.

პირველი არხის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის ყველა თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება უტარდება.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ბათუმიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ლომთაძემ განაცხადა, სამსახურებრივი პროტოკოლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს გარე პერიმეტრს, არ უწევს პირდაპირი კონტაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებთან. ამის მიუხედავად, პროფილაქტიკის მიზნით შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

აჭარის ტელევიზიაში დღეს დილიდან ეპიდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას.

თუ რა რეჟიმში განაგრძობს მაუწყებელი მაუწყებლობას, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

ბათუმში „დონას" კლასტერი ფართოვდება >>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1294, გარდაცვლილია 19 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0