01:21 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (316)
16210

კოლეჯების ადმინისტრაციები სტუდენტების დისტანციურ რეჟიმში საშემოდგომო მიღებისთვის ემზადებიან, უკვე დაწყებულია შესაბამისი პროგრამების შემუშავება.

თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. პროფესიული ტესტირებისთვის საქართველოს ყველა რეგიონის 31 ქალაქსა თუ დაბაში  59 საგამოცდო ცენტრია მომზადებული, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში

საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება მიმდინარე წლის 5–6 სექტემბერს 09:00 საათიდან დაიწყება.

ახალი შანსი: შშმ პირებისთვის პროფესიული განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდება>>

გამოცდაზე დასასწრებად აპლიკანტი ვალდებულია თან იქონიოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული საგამოცდო ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და კალამი.

საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა აღკვეთილ იქნას კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. 

იმისათვის, რომ მოხვდეთ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოთ სახელმწიფო გრანტი, აუცილებელია პროფტესტირების გავლა.

გამოცდამდე ერთი დღით ადრე ონლაინ–რეჟიმში მიმდინარეობს საცდელი ტესტირება – აპლიკანტებს საშუალება აქვთ ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე პროფსასწავლებლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მარტი-აპრილის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა სტუდენტების მომზადება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა IT-პროგრამები, უცხო ენები, ბუღალტერია, სასტუმროებისა და გაყიდვების მარკეტინგი.

კოლეჯების ადმინისტრაციები სტუდენტების დისტანციურ რეჟიმში საშემოდგომო მიღებისთვის ემზადებიან, უკვე დაწყებულია შესაბამისი პროგრამების შემუშავება.

პროფსასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე სტუდენტების მიღება 20 მაისს დაიწყო, სწავლა კი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. იგეგმება 8,7 ათასი ადგილის გამოყოფა. მომზადება-გადამზადების მოკლევადიან კურსებზე ამჟამად 137 პროგრამა და 2,5 ათასი ადგილია გამოყოფილი.

სამინისტრომ ასევე ჩამოაყალიბა 17 დარგობრივი ქსელი, ონლაინ–პლატფორმები, რომლებშიც გაერთიანებულია ერთი პროფესიის სასწავლებლები (მაგალითად, სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო ქსელი და ა.შ.).

თემები:
განათლება საქართველოში (316)

მთავარი თემები