11:48 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1727)
119 0 0

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1294, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისში“ სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს მიმართავს და მსგავსი ღონისძიებების ონლაინ პლატფორმაზე გადატანას სთხოვს.

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ 2 სექტემბერს სამედიცინო კონფერენციის მონაწილე ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმროში 21-ე პოლიპროფილურ სამეცნიერო კონფერენციაზე 400-მდე ქართველი ექიმი იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, ამ სახის კონფერენციები მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, მაგრამ, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები ონლაინ პლატფორმაზე იყოს გადატანილი.

„მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება. ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს. ჩვენ, ექიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს პანდემიასთან ბრძოლისას წესების დაცვაში“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სასტუმრო „ოაზისში“ ორი დღის განმავლობაში  შესვლა-გასვლაზე შეზღუდვა მოქმედებდა. თუმცა ტესტირების ჩატარებისა და 940 პირზე უარყოფითი შედეგების მიღების შემდეგ სასტუმრო კვლავ გაიხსნა. ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინში არიან გადაყვანილი.

Dreamland Oasis-ის მობინადრეების ტესტის შედეგები: ახალი ინფიცირებულები არ არიან>>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1294, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1727)

მთავარი თემები