Dreamland Oasis-ის მობინადრეების ტესტის შედეგები: ახალი ინფიცირებულები არ არიან

© Sputnik / Alexander Imedashviliტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1294, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი გახდა ჩაქვში მდებარე სასტუმრო Dreamland Oasis-ის მობინადრეთა ტესტის პასუხები – 940 პირიდან კარანტინში მხოლოდ ხუთი პირი გადაიყვანეს, დანარჩენებს სასტუმროს დატოვების უფლება მიეცათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

როგორი ვითარებაა ბათუმსა და ჩაქვში? მინისტრის განმარტება - Sputnik საქართველო
როგორი ვითარებაა ბათუმსა და ჩაქვში? მინისტრის განმარტება

სასტუმროს მენეჯერის გვანცა ხაინდრავას თქმით, საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ხუთ პირს ინფიცირებულ ექიმთან ჰქონდა კონტაქტი. სასტუმრო მას შემდეგ დაიკეტა, რაც ექიმების ყოველწლიური კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ყველა ტესტის პასუხი არის უარყოფითი. 940 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა, დამსვენებლები ჩვენ არ გვყავს. ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინში არიან გადაყვანილი", – განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1294, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0