COVID-19 საქართველოში: დაიხურება თუ არა რუსთავის „ავერსის" კლინიკა

გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1294, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კლინიკა „ავერსის“ რუსთავის ფილიალში ამ დროისათვის მედპერსონალის ინფიცირების 13 შემთხვევაა დადასტურებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

კორონავირუსი დღეს კლინიკის კიდევ სამ თანამშრომელს დაუდასტურდა.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის განცხადებით, ინფიცირებულთაგან შვიდი რუსთავის მკვიდრია.

ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა კლინიკა „ავერსს უკავშირდება - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა კლინიკა „ავერსს" უკავშირდება

„ამ ეტაპზე მოკვლეულია 60-მდე კონტაქტი და ეპიდემიოლოგები მუშაობას კვლავ აგრძელებენ. 31 აგვისტოდან დღემდე „ავერსის“ რუსთავის ფილიალში მედპერსონალის ინფიცირების 13 დადასტურებული შემთხვევაა“, – განაცხადა  ბეგაშვილმა.

კლინიკის აღნიშნული ფილიალი ფუნქციონირებას აგრძელებს. დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დახურვის საჭიროებას ვერ ხედავენ.

„კლინიკა სრული დატვირთვით არა, მაგრამ ფუნქციონირებას აგრძელებს. კლინიკაში მედპერსონალის საკმარისი რესურსია და შეგვიძლია იმ თანამშრომლების ჩანაცვლება, რომლებიც იზოლაციაში ან სამკურნალო დაწესებულებებში იმყოფებიან. ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია კლინიკის რუსთავის ფილიალის დახურვა", – განაცხადა კლინიკა „ავერსის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ.

მისი თქმით, დაწესებულებაში პრევენციული ღონისძიებები უკვე გატარდა და პაციენტების მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1294, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0