ტიკარაძე: ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა კლინიკა „ავერსს" უკავშირდება

© photo : Aversi Clinic / FBინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა კლინიკა „ავერსს" უკავშირდება
ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა კლინიკა „ავერსს უკავშირდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1568 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა „ავერსის" კლინიკასთან არის დაკავშირებული, რომლის ხელმძღვანელობასაც დამატებითი რეკომენდაციები მიეცა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, კლინიკა „ავერსის" ყველა თანამშრომელს ტესტირება უტარდება.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად კლინიკა „ავერსს" უკავშირდება. კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღევანდელი მდგომარეობით, „ავერსის" კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას. ვითარება როგორც მინისტრის, ისე პრემიერის კონტროლის ქვეშაა", – განაცხადა ტიკარაძემ. 

Covid-19 საქართველოში: ინფიცირებულთა შორის „ავერსის კლინიკის თანამშრომელია - Sputnik საქართველო
Covid-19 საქართველოში: ინფიცირებულთა შორის „ავერსის" კლინიკის თანამშრომელია

რაც შეეხება მაღაზიებთან დაკავშირებულ სიტუაციას, გუშინ მაღაზიათა ქსელ „ნიკორას" ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ტიკარაძის განმარტებით, ვითარება აქ შემაშფოთებელი არ არის.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1568-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6250 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0