05:29 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ადამიანის უფლებები საქართველოში (41)
104 0 0

ქალი ძალადობისგან დაცული უნდა იყოს არა მარტო სახლში, არამედ სამსახურშიც – გენდერული თანასწორობის კომისია აღნიშნულ საკითხზე მუშაობს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში სამსახურში სექსუალური შევიწროება არც იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ მასზე ყურადღება არ გამახვილდეს – მთავრობაში მსგავს ფაქტებზე რეაგირების მექანიზმზე სერიოზულად დაფიქრდნენ.

თუ როგორი იქნება რეაგირება – აღნიშნული საკითხი ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიამ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე განიხილა, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრის მონაწილეები საკითხების ფართო სპექტრს შეეხნენ, კერძოდ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენა, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის პროცედურები, თავშესაფრის შემდგომი პროგრამები ძალადობაგამოვლილი ადამიანების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკის აღმოფხვრა, სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები და სხვ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია გენდერული თანასწორობის დადგენის პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და ამ მიმართულებით სხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (41)

მთავარი თემები