07:36 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1759)
174 0 0

შრომის ინსპექცია შეამოწმებს, არიან თუ არა სკოლები სათანადოდ მომზადებულები მუშაობისთვის კორონავირუსის პანდემიის პირობებში

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სასწავლო წლის დაწყებამდე შრომის ინსპექცია შეამოწმებს საჯარო სკოლების მზადყოფნას კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუშაობისთვის.

კორონავირუსი და სკოლა: რა შეზღუდვები ელოდებათ მოსწავლეებს >>

როგორც პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა, სკოლების მასობრივი შემოწმება 4 სექტემბრიდან დაიწყება.

მისი თქმით, ამ დროისათვის 30-ზე მეტი კერძო სკოლა შემოწმდა, აქედან 21-მა ფუნქციონირების უფლება მოიპოვა.

„ვინაიდან პირველ ეტაპზე ნებადართული გახდა კერძო სკოლების ინდივიდუალურად ფუნქციონირების შესაძლებლობა, ამ დროისთვის 30-ზე მეტი კერძო სკოლა შემოწმდა. მათგან 21-ს მივანიჭეთ ფუნქციონირების უფლება“, - განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება საჯარო სკოლებს, მათი მასობრივი შემოწმება ხვალიდან დაიწყება, განაცხადა ფერაძემ.

„შემოწმებაში როგორც შრომის ინსპექცია, ასევე შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან ჩართული. 400-მდე ინსპექტორი სკოლებს ერთობლივად შეამოწმებს, რაც საშუალებას მოგვცემს, 15 სექტემბრამდე მაქსიმალურად მოვიცვათ ეს სექტორი და თუ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მივანიჭოთ ფუნქციონირების უფლება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით, მომდევნო ეტაპი იქნება გეგმიური მონიტორინგი, როდესაც წლის განმავლობაში შერჩევის მეთოდით ესა თუ ის სასწავლო დაწესებულება შემოწმდება. ის, ვინც ვერ გაივლის შემოწმებას, შეძლებს დარეგისტრირებას ვებგვერდზე, რათა კვლავ გაიაროს შემოწმება.

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები, რომელთა დაცვით კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შეძლებენ.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1759)

მთავარი თემები